დიდი მოცულობის ტექსტის დამახსოვრება

საფეხურები

  1. 1ტექსტების დამახსოვრება ძალიან ადვილია. დასაწყისისათვის უბრალოდ რამოდენიმეჯერ გადაიკითხეთ, დაუკვირდით და გამოიტანეთ აზრი რას ეხება და რატომ არის დაწერილი. გიაზრეთ ძირითადი შინაარსი და მომინანტი.
  2. 2ტექსტის კითხვისას აუცილებელია წამოიდგინოთ ის კადრები რაზეც არის ლაპარაკი. გაუკეთეთ ვიზუალიზაცია ყველაფერს.
  3. 3კონცენტრაცია: იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ დამახსოვრება, კითხვისას იყავით მობილიზებული. ნუ მოუსმენთ მუსიკას სწავლისას და იმესიჯებთ, ნუ იქნებით დაკვებული სხვა საქმიანობით. იფიქრეთ მხოლოდ იმ თემაზე რის სწავლასაც აპირებთ.
  4. 4გააკეთეთ ასოციაციები, იხალისეთ ტექსტებზე.
    მაგალითი: ინგლისური სიტყვა Freshman - პირველკურსელი, მაგრამ პირდაპირ თარგმანში ეს ნიშნავს ახალ ბიჭს (ვაჟიშვილს). ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ.
  5. 5წაიკითხეთ ტექსტი ხმამაღლა, გამოიყენეთ დიქტაფონი, ხოლო შემდეგ მოუსმინეთ რამოდენიმეჯერ. ბევრად გაგიადვილდებათ თუ დაყოფთ მასალას ნაწილებლად და თანმიმდევრულად ისწავლით.
  6. 6წაიკითხეთ ტექსტი ძილის წინ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ხშირად შველის. დილით ტექსტი ენის წვერზე გექნებათ მომდგარი.
  7. 7იმეცადინეთ სისტემატურად და და ისწავლეთ სხვადასხვა ტექსტები. ადამიანის ტვინი არის კუნთისავით, რომელიც ვარჯიშის შედეგად უფრო იხვეწება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაითვალისწინებთ აქ მოყვანილ რჩევებს, მალევე შეატყობთ, რომ ჩვევაში გადაგივათ ამ სტილით სწავლა. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ტექსტების დასწავლას.
    აბა თქვენ იცით, არ იზარმაცოთ და გახსოვდეთ: წარმოიდგინეთ ის რასაც კითხულობთ და რაზეც საუბრობთ, გექნებათ კარგი მახსოვრობა.!

გამოსასვლელი სიტყვის დამახსოვრება

საფეხურები

  1. 1მას შემდეგ რაც მზად გექნებათ ტექსტი და შეჯამდებით საბოლოო ვარიანტზე, წაიკითხეთ ის რამდენჯერმე გამოთქმით. შეეცადეთ ფურცლის გარეშეც სცადოთ. ნუ ჩაიჭყიტებით ტექსტში, ავარჯიშეთ ტვინი და აუძილეთ გაიხსენოს დამოუკიდებლად. როცა მორჩებით ხმამაღლა წაიკითხეთ ისევ ფურცლიდან სრულად, შემდეგ გადადეთ ქაღალდი და ზეპირად თქვით ჩახედვის გარეშე.
  2. 2იმუშავეთ ინტონაციაზეც. ნუ წამოწვებით და ნუ დაჯდებით. წამოდექით ფეხზე და ისე თქვით, როგორც ეს მოგიწევთ პუბლიკის წინ, არ მოეშვათ, იყავით მობილიზებული. არ შეუქმნათ თავს კომფორტი, ამან შესაძლოა შემდეგში შეგაფერხოთ. როცა შეატყობთ, რომ ტექსტს უშეცდომოთ ამბობთ, შეისვენეთ და ყოველ საათში ერთხელ კვლავ ზეპირად გაიმეორეთ.
  3. 3საფუძვლიანად შეისწავლეთ ის თემები, რაზეც მოგიწევთ საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გეგმავთ კითხვებზე პასუხს. როცა ჩახედული ხართ იმ თემაში რაზეც საუბრობთ, შეგეძლებათ იმპროვიზაციაც. შეეცადეთ გამოიყენოთ ასოციაციური მეხსიერება. თუ ტექტის ნაწილში ვერ იმახსოვრებთ რამეს, პარელელი გაავლეთ და დააკავშირეთ იმ თემაზე რაც უკვე კარგად იცით. ეს გამოგადგებათ განსაკუთრებით ფაქტების მოყვანისას. თუ დაგავიწყდებათ ტექსტი, მოიგონეთ თქვენი ასოციაცია და ის ავტომატურად მოგიტივტივდებათ თავში ის რაზეც უნდა გელაპარაკათ.
  4. 4ტექსტის დამასოვრებისას შეეცადეთ წარმოიგინოთ ვიზუალურად რაზეც საუბრობთ. ნათლად უნდა ხედავდეთ და აღიქვამდეთ თქვენ ტექტს. თუ საუბრობთ რამე საჭმელზე, უნდა აღიქვამდეთ მის გემოს, სუნს, როგორ კეთდება, რა ქვია, ამგვარად თქვენ იმახსვორებთ ყველა გრძნობის ორგანოთი, აღდგენასაც მარტივად შეძლებთ.
  5. 5გრძელი ტექსტის დამახსოვრებისას ის აუცილებლად დაყავით ის ნაწილებლად. მცირე გეგმა შექმენით, მაგ: გააკეთეთ, მისალმება, თემის გახსნა, განვრცობა, პარალელების გავლება, თქვენი აზრი და დამშვიდობება. მაგ მისალმება შეგიძლიათ დაყოთ ქვენაწილებად,ვის ესალმებით, ვინ გსურთ გამოყოთ განსაკუთრებთ. ასევე თემები და პრობლემატიკა რაზეც მოგიწევთ საუბარი შეგიძლიათ დანომროთ, მაგ 5 საკითხი, თითოს დაუთმოთ ორი წუთი. დაყავით ძირითად და ქვენაწილებად.
  6. 6ძილის წინ აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტი კიდევ ერთხელ და შემდეგ კი გაიმეორეთ. მოყოლის შემდეგ კვლავ წაიკითხეთ და დარწმნდით, რომ სწორად მიყვებით სიტყვის ქრონოლოგიას.

No comments:

Post a Comment